“World War Z” აპრილში გამოვა საოცარი სისტემური მოთხოვნებით

Zombie თამაში კოოპერატივი სისტემით გათვლილი ოთხ მოთამაშეზე “World War Z” დეველოპერებმა 2017 წელს დაანონსეს და აღნიშნეს რომ თამაში 2018 წლისთვის Epic Games Store ზე მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნებოდა, თუმცა დეველოპერების ნათქვამი და ვარაუდი არ გამართლდა, თამაშმა გადაინაცვლა 2019 წელს, და ზუსტი რიცხვიც ცნობილია.

თამაში “World War Z” მომხარებლისთვის სრულიად ხელმისაწვდომი იქნება 16 აპრილიდან Epic Game Store – ზე, მომხმრებელს 16 აპრილიდან შეეძლება შეიძინოს თამაში და ისიამოვნოს, მაგრამ ეს ყველაფერი Epic Games Store ზე იქნება შესაძლებელი და რაღათქმაუნდა ჩვენთანაც.

World War Z -ს მოთამაშეები აღნიშნული Gameplay პრემიერებიდან და სხვადასხვა ინფორმაციების დაწყრდნობით, დიდად არ გამოარჩევენ Left 4 Dead – ისგან, რადგან თამაშს გააჩნია იგივე პრინციპი, მთლიანობაში თამაში გაძლევთ საშუალებას თქვენთან ერთად ითამაშოს სამმა მოთამაშემ ანუ სულ კოოპერატივში (4 მა მოთამაშემ) და შეასრულოთ სხვადასხვა დავალებები და მისიები, მაგალითად რომელიც გახლავთ პოპულარული გეიმ მოდი (Survival) თუმცა, კრიტიკოსები ნამდვილად აღფრთოვანებულები დარჩნენ თამაშის ფიზიკითა და გრაფიკით რომელიც წარმოდგენილი იყო დეველოპერების მიერ, თამაშის საპრეზენტაციო ტრეილერში. ხოლო თამაშის სისტემური მოთხოვნები კი ასე გამოიყურება:

მინიმალური:

  • OS: Windows 7 or later
  • CPU: Core i5-750 / Core i3-530 / AMD Phenom II X4-810
  • RAM: 8GB
  • Video card: AMD R7 240 GB / Nvidia GT 730 2GB / Intel HD 530
  • HDD: 20GB

რეკომენდირებული:

  • OS: 64 bit Windows 10, DX11
  • CPU: Intel Core i7-3970 @ 3.50GHz
  • RAM: 16GB
  • Video card: GeForce GTX 960 / Radeon R9 280
  • HDD: 20GB 

შეგახსენებთ რომ თამაში ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ Epic Games Store – ს საშუალებით და სწორედ Epic Games – ი აიღებს თავზე თამაშის რეალიზაციის პირობებს.

ავტორი GeroGe M.

GeroGe M.
? Gameshop.ge - ს მთავარი ადმინსტრატორი, კონტენტის მენეჯერი

ასევე საინტერესო

EVENT • DIRT 3 OUTBREAK – შაბათი, 12 ნოემბერი

თუ ხარ ძველი თამაშების მოყვარული, მაშინ ეს პოსტი შენთვისაა. გადავწყვიტეთ, შაბათს 12 ნოემბერს, საღამოს 9 …

2 კომენტარი

  1. სისტემური მონაცემები კარგი აქვს, გრაფიკასთან და ფიზიკასთან შედარებით.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გასაჯაროვდება! Required fields are marked *

0
კალათა
  • No products in the cart.