Blacklight: Retribution სერვერები იხურება, დეველოპერებმა ოფიციალური განცხადება გააკეთეს

Blacklight: Retribution” Online FPS Free To play თამაში გამოჩნდა 2012 წელს. თამაში დღემდე ჩართული გახლდათ და სერვერები ძველებურად ემსახურებოდნენ მოთამაშეებს.

დეველოპერებმა “Zombie Studios” რომლებმაც არსებული თამაში გეიმერებს შესთავაზეს, რამოდენიმე დღის უკან გააკეთეს განცხადება, რომ თამაშის სერვერები დაიხურება პირველ მარტს.

მიზეზი თუ რა გახდა თამაშის სერვერების გათიშვის გადაწყვეტილების მიღება გახლდათ შემდეგი, დეველოპრებმა განაცხადეს რომ მოთამაშეები თითქმის აღარ ყავდათ, როგორც თქვენთვის ცნობილია ყველა “Free To Play” თამაშების დეველოპერები ცდილობენ შემოსავალი მიიღონ, თამაშში არსებული მარკეტბით, სხვადასხვა შეთავაზებებით და ა.შ, ხოლო არსებული თამაშის შემთხვევაში საქმე სხვაგვარად იყო.

დეველოპერებმა მწუხარებით გვაცნობეს რომ დაახლოებით ორ თვეში მათ 800 ზე მეტი მოთამაშეც კი არ ყოლიათ და შესაბამისად ამ ფაქტის გათვალისწინებით განცხადებაც გააკეთეს:

რთულია ამ გადაწყვეტილების მიღება მაგრამ, ჩვენ აღარ გვაქვს იმის რესურსი რომ, თამაში დავტოვოთ ისევ აქტიური.

2012 წლიდან თამაში ინარჩუნებდა თავის იერსახეს მაგრამ, ეს დღეც დადგა რომ მუშაობა უნდა შევწყვიტოთ რადგან, ამ ყველაფერს მატერიალური მხარე წყვეტს, ხოლო რაც შეეხება მატერიალურ მხარეს ჩვენი სერვერები სხვაგვარად ვერ მუშაობენ შესაბამისად, მოთამაშეების ნაკლებობის გამო იძულებულები ვართ გავთიშოთ სერვერები რადგან აღარ გვყოფნის რესურსები სერვერების ჩვეულ რეჟიმში სამუშაოდ.

გაცნობებთ რომ თამაში “Blacklight: Retribution“11 მარტს დაიხურება, მანამდე კი შეგიძლიათ ისიამოვნოთ, რადგან დეველოპერები თამაშში არსებულ ყველა ფასიან დეტალს უფასოს ხდიან და თუ ოდესმე თამაშობდით და რაიმე სახის, იარაღი ან აღჭურვილობა გსურდათ და არ ან ვერ ყიდულობდით, ახლა საშუალებას გაძლევთ 11 მარტამდე ამ ყველაფრით უფასოდ ისიამოვნოთ შემდეგ კი სერვერები გაითიშება.

ავტორი GeroGe M.

GeroGe M.
? Gameshop.ge - ს მთავარი ადმინსტრატორი, კონტენტის მენეჯერი

ასევე საინტერესო

EVENT • DIRT 3 OUTBREAK – შაბათი, 12 ნოემბერი

თუ ხარ ძველი თამაშების მოყვარული, მაშინ ეს პოსტი შენთვისაა. გადავწყვიტეთ, შაბათს 12 ნოემბერს, საღამოს 9 …

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გასაჯაროვდება! Required fields are marked *

0
კალათა
  • No products in the cart.