UPDATE: Apex Legends – ის მოთამაშეთა რიცხვმა 72 საათში 10 მილიონს გადააჭრბა!

თამაში “Apex Legends” არ წყვეტს მოთამაშეების გაოცებას, და არა მხოლოდ მოთამაშეების, წარმოუდგენელი რამ ხდება თამაშის დეველოპერების თავს, თამაშმა 72 საათში ათ მილიონზე მეტ მოთამაშეს უმასპინძლა და უკვე შევიდა ერთ-ერთ საუკეთესო Battle Royale თამაშებს შორის.

წინა სტატიაში ავღნიშნე რომ, თამაშმა 24 საათის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელი, 2.5 მილიონი მომხმარებელი დააფიქსირა როდესაც თამაში ოფიციალურად დეველპოერებმა მომხმარელისთვის ხელმისაწვდომი გახადეს, რაზე მეტყველებს რიცხვები და ზოგადად ასეთი რეკორდული ციფრები?

ფაქტია რომ თამაშმა დიდი სიმპატიები დიმსახურა მოთამაშეების მხრიდან, ერთ-ერთმა სტრიმერმაც DrDisrespect მაც კი გააკეთა სოციალური ქსელით დამცინავი განცხადება რომ, იგი თავს ანებებდა PUBG სა და Fortnite – ს რადგან ახალთ-ახალი თამაში “Apex Legends” ორივეზე განსაკუთრებული და უფრო საინტერესო იყო.

ამ შემთვევაში შედეგები და ჩვენსხელთ არსებული ინფორმაცია სტატისტიკასთან დაკავშირებით შეიძლება მივაწეროთ იმას რომ, თამაში გახლავთ სულ ახალი და ნებიმიერ გეიმერს აინტერესებს დეტალურად თუ რასახის სიახლეები შემოგვთავაზა დეველოპერმა და შესაბამისად რადგან ინტერესიც ბევრია, რიცხვებიც საგრძნობლად იმატებს.

Apex Legends – მა უკვე ნამდვილად მოხსნა რეკორდი რადგან, 72 საათში 10 მილიონზე მეტი მოთამაშის მასპინძლობა ერთდროულად, ნებისმიერი დეველოპერის ოცნებაა, და მთავარი კითხვა ის გახლავთ რომ შეძლებს თამაში PUBG – სა და Fortnite -ს გაუტოლდეს? და შეძლებს თუარა თამაში მომხმარებლის გადმობირებას სხვა Battle royale თამაშებიდან, ეს კითხვა ყველა ინტერნეტ გეიმინგ მედია ჟურნალისტს უჩნდება, ხოლო ამაზე პასუების გასაგებად საჭიროა ცოტა მოცდა და დრო თავისით გვაჩვენებს თუ რამოხდება გიგანთ თამაშებს შორის, გეიმინგ ინდუსტრიაში, რომელი დაიმკვიდრებს პირველობას და რომელი ჩამოქვეითდება.

ავტორი GeroGe M.

GeroGe M.
? Gameshop.ge - ს მთავარი ადმინსტრატორი, კონტენტის მენეჯერი

ასევე საინტერესო

EVENT • DIRT 3 OUTBREAK – შაბათი, 12 ნოემბერი

თუ ხარ ძველი თამაშების მოყვარული, მაშინ ეს პოსტი შენთვისაა. გადავწყვიტეთ, შაბათს 12 ნოემბერს, საღამოს 9 …

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გასაჯაროვდება! Required fields are marked *

0
კალათა
  • No products in the cart.