Epic Games Store და Steam ერთმანეთს უპირისპირდებიან? თვის აქტუალური სიახლეები და განხილვა

ორიოდე კვირის წინ, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ რომ, Epic Game Store ახალ გამოწვევებს იღებს თავის თავზე, შესაბამისად ახალი და განსხვავებული პლატფორმა, მომხმარებელს სიახლეებით აოცებს, თუმცა რაღაც დონის ნახევარს.

გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც ოფიციალურმა წყარომ დაადასტურა, ამ შემთხვევაში კი საქმე “The Division 2” – ს ეხება, რომელმაც Steam – ის პლატფორმაზე უარი თქვა და თამაში ხელმისაწვდომი იქნება Epic Games Store – ზე, და რათქმაუნდა Ubisoft – ის ოფიციალურ ონლაინ მარკეტ Uplay – ში.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, Ubisoft – მა ოფიციალურად გამოთქვა სურვილი რომ, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თამაშის, მეორე ნაწილის პრემიერა და მისი რეალიზაცია სწორედ Epic Game Stores მიანდო და აღნიშნეს რომ მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის, მაგრამ ეს ყველაფერი არ გახლავთ…

  რამდენად კმაყოფილი იქნება მომხმარებელი?

ალბათ არ იქნება თქვენთვის გასაკვირი რომ, ამ ინფორმაციამ მომხმრებლის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია რადგან, სწორედ “Steam” ის მომხმარებლები რომლებსაც უკვე შეძენილი ჰქონდათ “The Division” ის პირველი ნაწილი, გაუჩნდათ კითხვა თუ რატომ გადაწყვიტა Ubisoft მა ასეთი გადაწყვეტილების მიღება, მიანდოს ერთ-ერთი თამაშის რეალიზაცია იმ პლატფორმას, რომელსაც Steam – ის მომხმარებლების 30% – იც კი არ იყენებს.

ამ კითხვებზე რათქმაუნდა ყველას გვჭირდება პასუხები, რომლებიც განსაკუთრებული ინტერესებით ვადევნებთ თვალყურს გეიმინგ ინდუსტრიაში არსებულ მოვლენებს, თუმცა ჩვენთვის მხოლოდ ის გახლავთ ცნობილი რომ, ოფიციალურმა მხარემ მხოლოდ ის განაცხადა რომ, ახალი გამოწვევების დროა და მას სწორედ ახლა უნდა უპასუხონ.

ჩვენ ვპასუხობთ ახალ გამოწვევებს, ჩვენ მზად ვართ ჩვენი პროდუქტი, ჩვენს ერთგულ მომხმარებელს შევთავაზოთ სრულიად ახალი და განსხვავებული პლატფორმით, რომელიც გაუწევს ჩვენს პროდუქტს რეალიზებას, ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, Steam – ის ნაცვლად ჩვენს პროდუქციას რეალიზაცია გაუწიოს სწორად Epic Games Store – მ რომელიც, ამ ახალი გამოწვევის იდეალური მაგალითია.

მომხმარებლებისთვის ეს ნამდვილად გასაოცარი სიახლე იყო, თუმცა ამ განცხადების გარდა, სხვა განცხადება არ გაუკეთებია ოფიციალურ მარეს, გარდა იმისა რომ მხოლოდ ახალ გამოწვევებზე საუბრობენ.

 რამოდენიმე დღის უკან კი გავრცელდა ინფორმაცია რომ, ახალ თამაშს “Metro Exodus” – ს რომელსაც ყველა მოუთმენლად ელის, სწორედ Epic Games – ი გაუწევს რეალიზაციას, ფაქტის შესახებ ინფორმაცია არცერთ მხარეს გაუკეთებია, თუმცა ამ ფაქტმაც მომხმარებლები ძალიან გააკვირვა.

 ამ ყველაფრის შემდეგ კი საკითხავი ის დარჩა, თუ რამომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება თამაშის დეველოპერებმა?

 Epic Games – რაიმე გეგმა აქვს რომელსაც ჯერ საზოგადოებას არ უზიარებს? თუ უფრო ნაკლები თანხა უკდებათ დეველოპერებს და უფრო მეტ მოგებას ნახულობენ პლატფორმის შეცვლით?

ამ ყველაფერზე ინფორმაცია ჯერ ვერ მოვიძიეთ თუმცა ნებისმიერი სიახლე რომელიც ჩვენთვის იქნება ცნობილი, სწორედ ჩვენს ვებ გვერდზე იხილავთ.

კომენტარები:

avatar
  გამოწერა  
შემატყობინეთ