PUBG აანონსებს “PUBG Lite” დაბალ მონაცემებზე მომუშავე სისტემებისთვის

PUBG კორპორაცია ტესტირებას იწყებს ახალ პროექტზე, სახელწოდებით ” Playerunknown’s Battlegrounds Lite” ვერსიაზე, რომელიც შედგება დაბალ პერსონალურ მონაცემებზე და იგი იქნება უფასო!

ოფიციალური მხარე ამბობს რომ:

ჩვენ გვინდა შევქმნათ ჩვენი ფანებისთვის, და კერძოდ მათთვის ვინც ვერ ახერხებდა PUBG – ს თამაშს, დაბალი სისტემური მონაცემების გამო, ჩვენ შევთავაზებთ მომხმარებელს იდეალურ პროექტს რომელზეც ჯერ არ უფიქრიათ და დიახ ეს იქნება უფასო!

აქვე გაჩვენებთ თუ რა მონაცემები დაგჭირდებათ სათამაშოდ:

მინიმალური:

  • ოპერატიული სისტემა: Windows 7/8/10, 64-bit
  • პროცესორი : Intel Core i3 2.4GHz
  • RAM (რამი): 4GB
  • ვიდეო ბარათი: Intel HD Graphics 4000
  • HDD: 4GB   

რეკომენდირებული:

  • ოპერატიული სისტემა: Windows 7/8/10, 64-bit
  • პროცესორი : Intel Core i5 2.8GHz
  • RAM (რამი): 8GB
  • ვიდეო ბარათი:  Nvidia GeForce GTX 660 or AMD Radeon HD 7870
  • HDD: 4GB

PUBG – Lite იქნება სოლო (სურვივალ) თამაში, ანალოგი როგინალის, არანაირი დამატებებით და სხვადასხვა თავსატეხებით, თქვენ გექნებათ საშუალება, ითამაშოთ როგორც მეგობრებთან ერთად, ასევე შეგიძლიათ ითამაშოთ დამოუკიდებლად მარტომ.

დეველოპერებმა გვაცნობეს რომ ბეტა მოთამაშეებს მხოლოდ შეეძლებათ “Erangel” ორიგინალი PUBG მაფის საშუალებით საწყის ეტაპზე რათა თამაში დაიტესტოს და სხვადასხვა ხარვეზები აღმოიფხვრას.

სამწუხარო ფაქტი კი ის გახლავთ რომ, ჯერ-ჯერობით ბეტა ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ და მხოლოდ ტაილანდში, სადაც მიმდინარეობს ბეტა-ს ტესტირება, მაგრამ დეველოპერები გვპირდებიან უახლოს მომავალში ბეტა ტესტში ჩართვა ყველა მსურველს შეეძლება.

 

ჩემი დასკვნა:

ჩემი აზრით, პროექტი, რომელზეც მუშაობა უკვე მიმდინარეობს ახალი სიტყვაა გეიმინგ ინდუსტრიაში, რადგან არსებობენ გეიმერების კატეგორია, რომლებიც თამაშობენ მხოლოდ ძველ თამაშებს იმ მიზეზის გამო რომ, მათი მოწყობილობა ვერ უზუნველყოფს ახალი თაობის თამაშებს.

ვფიქრობ ასეთი პროექტი ყველა დეველოპერისთვის მომგებიანი იქნება, შესაბამისად კი მაღალი და ძლიერი სისტემების მქონე მომხმარებელი ითამაშებს ისევ იქ სადაც აქამდე იყო, ხოლო დაბალხარისხოვანი სისტემებისთვის კი ცალკე ადგილი უნდა იყოს გამოყოფილი.

ეს ნამდვილად მისაღები და ძალიან კარგი სიახლეა დარწმუნებული ვარ ბევრისთვის.

P.S – სხვა დეტალებზე ინფორმაციას ჩვენი საიტის მეშვეობით შეიტყობთ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *