ცნობილი გახდა PlayStation Classic-ის თამაშების სრული სია

როგორცი იცით, ცოტა ხნის წინ კომპანია Sony-იმ საკუთარი ლეგენდარული კონსოლური პლატფორმის PlayStation 1-ის განახლებული ვერსია PlayStation Classic წარმოგვიდგინა და განაცხადა, რომ კონსოლი მიირებს 20 კლასიკურ თამაშს, რომლებიც ჩაშენებული იქნება მასში, თუმცა აღნიშნული თამაშების ჩამონათვალი ამ დრომდე უცნობი გახლდათ. რამოდენიმე საათის წინ კი კომპანიამ თამაშების სრული სია წარმოგვიდგინა და განაცხადა, რომ მომავალში არ გეგმავს აღნიშნული სიის განახლებას.

კლასიკური კონსოლის თანამედროვე ვერსია ორიგინალთან შედარებით 45%-ით იქნება შემცირებული. კონსოლი გამოვა 2018 წლის 3 დეკემბერს და მისი ფასი 100$ იქნება. მყიდველები კომპლექტში მიიღებენ გამოსახულების HDMI კაბელს და ორ კონტროლერს.

PlayStation Classic-ის თამაშების სრული სია:

  • Battle Arena Toshinden;
  • Cool Boarders 2;
  • Destruction Derby;
  • Final Fantasy VII;
  • Grand Theft Auto;
  • Intelligent Qube;
  • Jumping Flash!;
  • Metal Gear Solid;
  • Mr. Driller;
  • Oddworld: Abe’s Oddysee;
  • Rayman;
  • Resident Evil Director’s Cut;
  • Revelations: Persona;
  • Ridge Racer Type 4;
  • Super Puzzle Fighter II Turbo;
  • Syphon Filter;
  • Tekken 3;
  • Tom Clancy’s Rainbow Six;
  • Twisted Metal;
  • Wild Arms.

ორიგინალი კონსოლი Playstation 1 იაპონიის ბაზარზე 1994 წლის 3 დეკემბერს გამოჩნდა და მალევე მოიპოვა პოპულარულობა მსოფლიოს მასშტაბით. განახლებული PlayStation Classic კი 2018 წლის 3 დეკემბერს გამოვა გაყიდვაში.

ავტორი Newspot+

G S
dd

ასევე საინტერესო

Sony-მ უკვე 30 მილიონზე მეტი Playstaton 5 გაყიდა

მსოფლიოში უმსხვილესმა კომპანა SONY-მ თავისი მასშტაბური გაყიდვები გაასაჯაროვა და მსოფლიოში ყველაზე მეთხოვნად კონსოლზე P;aystation 5-ის …

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გასაჯაროვდება! Required fields are marked *

0
კალათა
  • No products in the cart.